ასოციაციის შესახებ
ასოციაციის შესახებ
იარაღის მფლობელთა ასოციაცია (იმა) წარმოადგენს დამოუკიდებელ, წევრთა საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ არაკომერციულ, არაპოლიტიკურ, საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
ორგანიზაციის მიზანია, საქართველოში მრავალი ათასწლეულის განმავლობაში არსებული იარაღის კულტურის აღდგენა, გაგრძელება და განვითარება. ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად შევქმნათ გარემო სადაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე შეძლებს კანონიერად შეიარაღდეს და განივითაროს იარაღის უსაფრთხოდ მოხმარების უნარები, რათა დაიცვას საკუთარი და მის გარშემომყოფთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა კრიმინალებისა და მტრისგან, ხოლო მშვიდობის ჟამს დაკავდეს რეკრეაციული სროლით, ნადირობითა და სხვა კანონიერი აქტივობებით.
ორგანიზაცია აერთიანებს იარაღის ლეგალურ მფლობელებს და ემსახურება მათი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას.

ძირითადი მიმართლებები
უსაფრთხოება - ადამიანის სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა, ამიტომაც, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ცოდნა, უნარი და გამოცდილება დაიცვას საკუთარი და მის გარშემომყოფთა უსაფრთხოება.
განათლება - იარაღის მფლობელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცოდნა. ასოციაცია მის წევრებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამებს, რაც ხელს შეუწყობს პროფესიონალიზმის და უსაფრთხოების დონეების ამაღლებას
კანონმდებლობის სრულყოფა - საზოგადოებასთან, სახელმწიფო ორგანოებთან, ბიზნესთან და პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის მეშვეობით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იარაღთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწასა და საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებაზე.
კულტურა - მრავალფეროვანი ისტორიული და სპორტული ღონისძიებების ჩატარებით ხელს შევუწყობთ იარაღის კულტურის, როგორც ქართველოს ცხოვრების განუყოფელი ნაწილის უკეთ წარმოჩენასა და ტრადიციების აღდგენას.
პოპულარიზაცია - საგანმანათლებლო მუშაობითა და სწორი ინფორმაციული პოლიტიკის გატარებით ჩვენია მიზანია საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ მცოდნე და პასუხისმგებლიანი შეიარაღებული მოქალაქე წარმოადგენს სახელმწიფოს მტკიცე საფუძველს და დგას სიცოცხლის სადარაჯოზე. საზოგადოებას კიდევ უნდა შევახსენოთ რომ სწორედ შეიარაღებული ქართველების დამსახურებით მოვაღწიეთ დღემდე.

გაწევრიანდით და მხარი დაგვიჭირეთ
იარაღის მფლობელთა ასოციაციაში გვჯერა ცოდნის, პასუხისმგებლობის და თანამოაზრეთა ერთობის ძალის. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ იარაღის მფლობელები ცოდნით, რესურსებით და სწორი საკანონმდებლო ინიციატივების გზით. მიუხედავად იმისა, გამოცდილი იარაღის მფლობელი ხართ თუ ახლა ინტერესდებით ამ სფეროთი, ჩვენი კარი თქვენთვის ღიაა, შემოგვიერთდით მცდელობებში, შევქმნათ უსაფრთხო, ინფორმირებული და პატივისმცემლობაზე დაფუძნებული გარემო იარაღის ყველა მოყვარულისთვის.
ერთად შეგვიძლია ავაშენოთ საზოგადოება, სადაც პასუხისმგებლიანი იარაღის ფლობის საჭიროება სწორად იქნება გაგებული, დაფასებული და პატივცემული.
გადადით ბმულზე და გამოაგზავნეთ წევრობის განაცხადი
გადადით ბმულზე და დააფინანსეთ ორგანიზაცია
- info@goa.ge
- Facebook Group
- Facebook Page