თვითორგანიზებული თავდაცვის ჯგუფი უბნის სადარაჯოზე

კრიმინალის უკონტროლო ზრდისა და პოლიციის არაეფექტურობის ფონზე კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰართფორდში (აშშ) ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევით ჩამოყალიბდა „თავდაცვის ბრიგადა“.

ჯგუფი აერთიანებს დაახლოებით 40 იარაღის ფარულად ტარების უფლების მქონე პირს, რომლებიც აწარმოებენ პატრულირებას ქალაქის უპირატესად შავკანიანებით დასახლებულ უბნებში. კანონიერი იარაღის გარდა, ისინი უბნებს აკვირდებიან ჰაერიდან - დრონების მეშვეობით და სახლებზე დაყენებული სათვალთვალო კამერების გამოყენებით. პატრულირებისას ჯგუფი წევრები ატარებენ სხეულზე დამაგრებულ კამერებს, რომელთა უპირველესი დანიშნულება მათი დაცვაა, თუმცა როგორც კამერებით ისე დრონების მეშვეობით მოპოვებული მასალა გადაეცემა პოლიციას შემდგომი რეაგირებისთვის. ქალაქის მერია არ მიესალმება ჯგუფის არსებობას, თუმცა, "თავდაცვის ბრიგადას" იცავს უმთავრესი - ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

დაჯგუფების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კორნელ ლუისი (სურათზე ცენტრში, შავკანიანი მამაკაცი ქუდით)

მასალის წყარო: Fox news 

ტეგები