შეიარაღებული კანონმორჩილი მოქალაქის როლი ძლიერი სახელმწიფოს ფორმირებაში

მსოფლიოში არსებული წარმატებული ქვეყნები დგანან დემოკრატიის იმ პრინციპებზე რასაც სიცოცხლე, სიცოცხლის უფლება და ადამიანის თავისუფლება ჰქვია. ადამიანის არსებობის მანძილზე, თავისუფლება იყო განუსაზღვრელი, თავისუფლებისთვის კვდებოდნენ, იწყებოდა ომები და ჩნდებოდა დამატებითი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნებიც კი. პიროვნული თავისუფლების იდეა უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს, სადაც ჯერ კიდევ ტომობრივ გაერთიანებებში ადამიანები თავისუფლად ნადირობდნენ, იყენებდნენ იარაღს თავის დასაცავად და სწავლობდნენ თვითგადარჩენას.

21-ე საუკუნეში თავისუფლების იდეა კიდევ უფრო კომლექსური, გამოწვევებით აღსავსე და სხვადასხვა განმარტებებით მორგებული დატვირთვა შეიძინა. ტექნოლოგიური პროგრესით რაც დიდწილად სამხედრო მრეწველობის დარგებმა, ციფრულმა მედიამ და ხელოვნური ინტელექტის ფაქტორებმა განაპირობა, შექმნა ის გამოწვევები რაც თითოეულ ადამიანს ავალდებულებს დაიცვას თავისუფლების ის იდეა რაზეც კაცობრიობა ოდითგანვე იდგა. ტექნოლოგიური პროგრესით გაჩნდა თავისუფლების შერყვნის ისეთი საშუალებებიც რაც მანამდე არავის დაესიზმრებოდა, მაგრამ წარმოიქმნა ის საშუალებებიც რითაც თავის დაცვა შესაძლებელია.

ჩვეულებრივ როდესაც დაცვაზე და თავისუფლებაზე ვსაუბრობ, პირველი რაც თავში მომდის არის იარაღი. იარაღში მოვიაზრებ ცეცხლსასროლ, ცივ იარაღს, ცივ სასროლ იარაღს და ელემენტარული პირადი დაცვის იმ საშუალებებს რაც მომხდურს გააქცევს, გაანადგურებს ან ხელს ააღებინებს ბოროტ განზრახვებზე. სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში და ახლა უკვე დასავლურ ქვეყნებშიც ხშირად გავიგონებთ იარაღის მანკიერ თვისებებს, თუ როგორ ახალისებს იგი კრიმინალს და იწვევს სიცოცხლის მოსპობას. მაგრამ ვინც ამ იდეას გაჰყვირის ავიწყდებათ უმთავრესი, იარაღი და კანონმორჩილი მოქალაქის პროტოტიპი, თუ როგორ იცავს კანონმორჩილი შეიარაღებული მოქალაქე საკუთარ ქვეყანას, ოჯახს და გარშემომყოფებს. აქ მარტივი ფორმულირებაა საჭირო, შეიარაღებული მოქალაქე, რომელსაც გავლილი აქვს ყველა ის სამედიცინო შემოწმება, ან იყო ყოფილი ძალოვანი და კანონმორჩილად ცხოვრობს მთელი თავისი ცხოვრება, ვალდებულია ან სურვილისამებრ შეიძლება ჰქონდეს ცეცხლსასროლი იარაღი, რათა დაიცვას თავი მტრულად განწყობილი ქვეყნებიდან, კრიმინალისგან და ძალადობისაგან.

მოგეხსენებათ შეიარაღებული ადამიანის არსებობა და ტაქტიკური აღჭურვილობის ქონა ფინანსებთანაა დაკავშირებული, რაც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ კეთილდღეობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან. გავიხსენოთ შვეიცარიის მაგალითი, ეკონომიკური სტაბილურობით ძლიერმა ალპების ამ პატარა ქვეყანამ ჩამოაყალიბა თავისუფლების და კანონმორჩილების იდეაზე დაფუძნებული ადამიანთა ჯგუფი, იგივე ლაშქარი რომელიც კბილებამდე შეიარაღებული სოფლისა თუ ქალაქის ყველა ბუნკერიდან ნებისმიერ არაკეთილმოსურნე ქვეყანას თავზარს დასცემს. ამიტომ ვერ გაბედა ვერავინ შვეიცარიის დაპყრობა, მეტიც მას საკუთარი თანხებიც კი ჩააბარეს და მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ეკონომიკად იქცა. ვისი დამსახურებაა ეს? ამ კითხვაზე მარტივი პასუხია: კანონმორჩილი ადამიანებით და თავისუფლების იდეით შეხორცებულმა ადამიანებმა განავითარეს „შვეიცარლობის“ ფენომენი და ნანგრევებიდან ააშენეს ევროპაში უძლიერესი ეკონომიკური და სამხედრო გიგანტი, სადაც მოკლე ლულისა და ბუნებაში რეკრეაციული სროლის გამო ადგილობრივი პოლიცია არავის არ დასდევს და იჭერს. თუ ჩვენს დღევანდელ ყოფას დავაკვირდებით ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი რაც ზემოთ ხსენებული მაგალითებიდან გვაქვს არის შეიარაღების, თავდაცვის და თავისუფლების სურვილი. ქართულ ვირტუალურ სივრცეში ხშირად წააწყდებით ონლაინ სამხედრო მაღაზიებსა თუ იუთუბ გვერდებზე არსებულ არხებს სადაც შეიარაღების, თავისუფლების დაცვის და კანონმორჩილების ჯანსაღი პროპაგანდა მიდის. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართველის გენსა და მენტალიტეტში ჩაბეჭდილია თავისუფლების სიყვარული და თავისუფლების დაცვის პასუხისმგებლობა. თავისუფლების დაცვა კი გვავალდებულებს ვიყოთ შეიარაღებული და მზადყოფნაში მოქმედებისთვის. უარესისთვის მზადებით იმედი გვაქვს უკეთესის. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ შეიარაღებულ, კანონმორჩილ ადამიანთა ფენის ჩამოყალიბებას რაც უზრუნველყოფს ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.