იარაღთან დაკავშირებული მითები

იარაღთან დაკავშირებული მითები

ბოლო წლების მანძილზე იარაღის საკითხი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება, Მაგრამ პოპულარობას სამწუხაროდ მოჰყვება ბევრი მითი, რომელიც ხშირად დამყარებულია დეზინფორმაციასა და ემოციებზე და არა ფაქტებზე. ამ სტატიით გვინდა გამოვეხმაუროთ და დავამსხვრიოთ საქართველოში გავრცელებული რიგი მითებისა.

მითი: "რაც უფრო მეტი იარაღია, მით უფრო ხშირია კრიმინალი"

ამგვარი დებულება საკმაოდ ინტუიტიური ჩანს, თუმცა იმსხვრევა თუ შევხედავთ შვეიცარიის, ავსტრიის, ფინეთის, ნორვეგიის, შვედეთის და პორტუგალიის მაგალითს. აღნიშნულ ქვეყნებში სხვა კრიმინალის მაღალი  დონით ცნობილ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით მეტ იარაღს ფლობელ მოქალაქეები. ყოველ 100 ადამიანზე მითითებულ ქვეყნებში არის შემდეგი რაოდენობის სამოქალაქო იარაში: 

  • ფინეთი - 32.36
  • ავსტრია - 29.99
  • ნორვეგია - 28.82
  • შვეიცარია - 27.58
  • შვედეთი - 23.14
  • პორტუგალია - 21.30

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში სამოქალაქო იარაღის მაღალი რაოდენობის მიუხედავად არის კრიმინალის დაბალი დონე.

შედარებისთვის გთავაზობთ იმავე წყაროს მიხედვით ჩვენ სამეზობლოში არსებული სამოქალაქო იარაღის რაოდენობას ყოველ 100 ადამიანზე:

  • თურქეთი - 16.48
  • რუსეთი - 12.29
  • საქართველო - 10.11
  • უკრაინა - 9.90
  • სომხეთი - 6.14
  • აზერბაიჯანი - 3.63

თავად განსაჯეთ არის თუ არა იარაღის კონცენტრაციის დონე პირდაპირ დაკავშირებული კრიმინალის დონესთან.

მითი: "კი მარა ცეცხლსასროლი იარაღი უფრო სახიფათოა"

ეს ფრაზა ხშირად გაისმის იარაღის კონტროლის არგუმენტაციისას, მაგრამ რამდენად სწორია? შევხედოთ ინგლისს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღი მკაცრად რეგულირდება და გლუვლულიანის გარდა იარაღი პრაქტიკულად მიუწვდომელია მოქალაქეებისთვის. უშველა თუ არა ამან კრიმინალს? - არა. სამაგიეროდ ახლა ინგლისი ცნობილია დანებით ჩადენილი დანაშაულებით, რომელიც ბოლო წლებში მიმად იქცა. ეს მაგალითი მიგვანიშნებს იმაზე, რომ დანაშაულში მთავარ როლს თამაშობს დამნაშავე და არა საგანი რომლითაც იგი მას ჩადის.

მოსაზრება: "პოლიცია გვყავს, რად გინდა იარაღი?"

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ მცდარ მითს წარმოადგენს, როდესაც ადამიანთა ნაწილის მოსაზრებით პოლიცია ინდივიდუალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური ინსტრუმენტია. პოლიცია რომ ეფექტური თავდაცვის ინსტრუმენტი იყოს მაშინ საჭირო აღარ იქნებოდა შემდეგი პროფესიები და მექანიზმები:

  • პირადი დაცვა
  • დარაჯი
  • უსაფრთხოების კამერები
  • სიგნალიზაცია
  • რკინის გისოსი 
  • რკინის კარი
  • საკეტი
  • სხვ.

რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ეს პროფესია თუ ინსტრუმენტი არსებობ პოლიციის პარალელურად ესეიგი მათი საჭიროებაც არსებობს და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პოლიცია არ არის პიროვნების ინდივიდუალური უსაფრთხოების გარანტი. ეხლა უფრო ვრცლად ვისაუბროთ რატომ არ არის პოლიცია ეფექტური არა მარტო საქართველოში არამედ მთელ მსოფლიოში.

  • იმისთვის რომ პოლიციამ შეძლოს თქვენი დახმარება პირველ რიგში უნდა მოახდინოთ მათი გამოძახება, პოლიციამ უნდა შეძლოს თქვენამდე დროულად მოსვლა, ძალადობის პრევენცია და აღკვეთა. თუ გაგიმართლათ და კრიტიკულ სიტუაციაში მაინც მოახერხეთ გამოძახება ან საერთოდ სხვა პირმა გამოიძახა თქვენს დასახმარებლად პოლიცია, პოლიციას რეაგირებისთვის დასახლებულ პუნქტში 5-10 წუთი მაინც დასჭირდება. ამ პერიოდში კრიმინალი საწადელს მიაღწევს და თქვენ დაზარალდებით. მჭიდროდ დასახლებული პუნქტებისა და რაიონული ცენტრებიდან მოშორებით მცხოვრები ადამიანები ხომ მთლად განწირულები არიან, რადგან რეაგირების დრო გაცილებით მეტია;
  • პოლიცია პირადი დაცვა არ არის, ვერც იქნება რადგან ამისი რესურსი არც ყველაზე მდიდარ ქვეყნებს არ აქვთ საქართველოზე რომ არაფერი ვთქვათ. აღნიშნული ნიშნავს რომ ერთმა პოლიციელმა უნდა უზრუნველყოს ერთი "სოფლის" უსაფრთხოება. რამდენად რეალისტურად გესახებათ ამ მოცემულობაში პოლიცია, როგორც თქვენი პირადი უსაფრთხოების ეფექტური გარანტი. 
  • პოლიციის არაეფექტურობას კიდევ დამატებით ამწვავებს: მობილური კავშირგაბმულობით ქვეყნის ტერიტორიის არასრული დაფარვა, პრობლემები დამისამართებაში, საავტომობილო გზის საფარი და კიდევ ბევრი სხვა მიზეზი.

ადამიანს დაცვა სჭირდება ყველგან იქ სადაც ის კანონიერად იმყოფება და რადგან პოლიცია ყველას ინდივიდუალურად "კუდში" დევნას ვერ დაიწყებს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავის დაცვის კანონიერი საშუალება, უნარები და შესაძლებლობა.

მეხანძრეები ხომ გვყავს ცეცხლმაქრი რაში გვჭირდება?

მითი: "ყველა იარაღი ავკრძალოთ და ყველა პრობლემა მოგვარდება!"

მსგავსი რამ მოხდა 90-იანების საქართველოში და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ამგვარი ძახილის ერთადერთი მსხვერპლი იქნება კანონმორჩილი მოქალაქე, რომელიც უიარაღო და შესაბამისად დაუცველი დარჩება. სამაგიეროდ კრიმინალს ნამდვილად არ ექნება არაფერი სანერვიულო, პოლიციის გარდა მას ვერავინ ვერ შეაჩერებს - აღნიშნული კი ჩვენ ზედა მითში განვიხილეთ.

მითი: ქართველები დათვრებიან და დახოცავენ ერთმანეთს

ეს მითი უკვე კლასიკადაა ქცეული, მაგრამ ბევრს მისი სჯერა, ამიტომ მოდით გადავხედოთ რამდენიმე ფაქტს. ათასობით მოქმედი და ყოფილი ქართველი პოლიციელი ყოველდღიურად ატარებს იარაღს, ამავდროულად ერთეული ინციდენტების გარდა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

იარაღის ფლობა და ტარება ქართული კულტურის ნაწილია, რაც თვალნათლივ არის აღბეჭდილი ტრადიციულ სამოსში. იგი არასოდეს არ შეზღუდულა საბჭოთა ოკუპაციამდე. 8000 წელზე მეტია ქართველები ღვინოს ვამზადებთ, მივირთმევთ და სასმელი არასოდეს გამხდარა ქართველის მიერ ქართველთა ხოცვის მიზეზი იშვიათი ინციდენტების გარდა. მთვრალი ქართველების მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტვის ბალადა შედარებით ახალია და სათავეს სწორედ იმ ბოლშევიკების საბჭოთა რუსეთიდან იღებს.

ტეგები